Saturday, April 12, 2014

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: სიტყვები გასაღებებივითაა-შერლოკ ჰოლმსი



2.პროექტის მთავარი იდეა/თემა: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას შერლოკ ჰომსის, ავტორ-კონან დოილის,  მისი შემოქმედების, ეპოქის, იმ ფილმებისა და წიგნების შესახებ, რომლებიც შერლოკ ჰოლმს ეძღვნება.

3.პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს როგორც დამოუკიდებელ, ასევე ჯგუფურ მუშაობას, მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ანალიზის, სინთეზის, პრეზენტაციისა და სოციალური უნარ-ჩვევები.

4. პროექტის მიზნები:
·       ინგლისური ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრება-გამრავალფეროვნება
·       ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარება
·       ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება
·       პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარება
·       კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება
·       მონოლოგიური მეტყველების განვითარება
უცხ.ს VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·       უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს
·       ამუშავებს სასკოლო პროექტებს ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად   საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს.
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება(პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის , პრობლემის გარშემო
       შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·       ასახელებს თემას
·       შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას
·       გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს

5.მოსწავლეთა ასაკი: 16-17 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციებით შეიქმნება:
·       შერლოკ ჰოლმსის პორტრეტი
·       ავტორის ბიოგრაფია
·       ცნობილი მოთხრობები და ფილმები
·       ბრიტანეთის იმდროინდელი ცხოვრება

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ლექსიკონი, ფორმატები, მარკერები, ინტერნეტი, კომპიუტერი, აუდიო და ვიდეო დისკები

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)

აქტივობა 1-თემის შერჩევა

აქტივობა2-ჯგუფების შექმნა-შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი, თითოეულ ჯგუფს დაურიგდა თემები, რის შასახებაც უნდა ემუშავათ.

I ჯგუფი- შერლოკ ჰოლმსის პორტრეტი.



II ჯგუფი-ართურ კონან დოილის ბიოგრაფია.



III ჯგუფი- წიგნები და ფილმები შერლოკ ჰოლმსის შესახებ




IVჯგუფი-იმდროინდელი ბრიტანეთის ცხოვრება



აქტივობა3-პროექტის პრეზენტაცია

აქტივობა4-პროექტის შეფასება

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
აქტიური მუშაობა
არის პასიური
მეტნაკლებად ჩართულია
აქტიურადაა ჩართული
პროექტის შინაარსი
ინფორმაცია არაადეკვატურია
ინფორმაცია მწირია
ინფორმაცია დალაგებულია სრულყოფილად
პრეზენტაცია
პრეზენტაცია უხარისხოა, ვიზუალურად არ არის გაფორმებული, უჭირს აზრის გადმოცემა
ვიზუალურად გაფორმებულია , მაგრამ უინტერესოდ წარმოადგენს
ვიზუალურად კარგადაა გაფორმებული, პრეზენტაციას ხარისხიანად და საინტერესოდ წარმოადგენს
 
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული-ქართ.XI.5 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება, მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით;

ხელოვნება-ს.გ.IX.8.მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში;

ისტ-ისტ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება,ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ირმა გაგგნიძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:irmako.gagnidze@gmail.com


13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:irmakogagnidze.blogspot.com